ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ალიანს ჯგუფ ლიზინგი" "ბოლნისი-აგროს" კლიენტებს სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს
03/07/2012


პრესრელიზი

3 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სალომე კუკავა
კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი
ტელ: 2 42 41 81
მობ:  577 155150
ელ-ფოსტა:
skukava@agh.ge
ვებ გვერდი:
http://www.agl.ge/  

„ალიანს ჯგუფ ლიზინგი" "ბოლნისი-აგროს" კლიენტებს სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს

„ალიანს ჯგუფ ლიზინგმა" სოფლის მეურნეობის ტექნიკის დისტრიბუტორ კომპანია - შპს „ბოლნისი აგროტექნიკასთან" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბოლნისი აგროტექნიკის" სერვის-ცენტრებში მისული კლიენტი შეძლებს სალიზინგო მომსახურების მიღებას. შპს „ბოლნისი აგროტექნიკა" არის ლიტვურ-ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2009 წელს. იგი არის სპეციალიზირებული აგრარულ ტექნიკაზე, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მწარმოებლის თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებს, აგრეთვე სათადარიგო ნაწილებს.

აღნიშნული ხელშეკრულებით, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი" კომპანიის ექსკლუზიური ფინანსური პარტნიორი გახდა. ბოლნისი-აგროში მისულ ნებისმიერ მსურველს, საშუალება ექნება მიიღოს უნიკალური და მათ მოთხოვნაზე მორგებული სალიზინგო მომსახურება. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია სალიზინგო ექსპერტის განთავსება ბოლნისი-აგროს სერვის-ცენტრებშიც.

წაკითხულია: 2199